logo
ENG



"საუკუნის ხმად" წოდებული ლოტბარი თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

09 დეკ 202001:19
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/09/5qkxs7kavwwqxuc.png

ლოტბარი, ანსამბლ გორდელას დამფუძნებელი თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

ლოტბარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ანსამბლ უნისონის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაკურაძემ Facebook-ზე დაწერა. 

"მაესტრომაც დაგვტოვა", - წერს ბაკურაძე. 

თემურ ქევხიშვილი ანსამბლ გორდელას ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი იყო ანსამბლ რუსთავის სოლისტი. 

2013 წელს ფონდმა "ქართული გალობა" საუკუნის ხმის წოდება მიანიჭა. იყო საქართველოს სახალდო არტისტი, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი.


close დახურვა